ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება #1, #1ა, #4, #7, #8 და #11 მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით:
"#1 და #8 - ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით
#1ა - აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით
#4, #7 და #11 - აღმაშენებლის ქუჩის გავლით.
ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია პარალელური ქუჩებით.
ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე შენარჩუნდება"- აცხადებენ ბათუმის მერიაში.