ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშნვას ითხოვენ. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ.
მომიტინგეები მთავრობას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ისრაელის ხელისუფლება ინფორმირებული იყო.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.