საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევშია

13 იანვარი 2024, 20:01 435 ნახვა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას შეხვდა. სტეფანე სეჟურნეს განცხადებით, უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. ეს ახალი საგარეო მინისტრისთვის საზღვარგარეთ განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტია.

სეჟურნემ აღნიშნა, რომ თითქმის ორი წელია უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, რისთვისაც საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი