ეკონომიკური საბჭოს სხდომა 

13 იანვარი 2024, 12:03 341 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, განიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები.  საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 33 ათას 800 ტონა, 22 მილიონი აშშ დოლარის ციტრუსია ექსპორტირებული. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი.

ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 900 ტონა არასტანდარტული მანდარინი. სუბსიდიის თანხამ 2 474 000 ლარი შეადგინა. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, პროცესი გრძელდება. განხილულ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი. აღინიშნა, რომ 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ.

აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში