„ქართული ოცნების“ ინიციატივა

13 იანვარი 2024, 12:00 440 ნახვა

რელიგიური ნივთებისა და ნაგებობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდი საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილების მიზანი რელიგიურ ნიადაგზე ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციაა.

ცვლილებებს, საპატრიარქოს მხარდაჭერა უკვე აქვს. საკანონმდებლო ცვლილებებზე განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება - არ დაუჭიროს ინიციატივას მხარი, თუმცა, ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს. ეს ჯგუფი საბოლოო პოზიციას ცვლილებების დაინიცირების შემდეგ გამოთქვამს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი