უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით „ჰუსიტების“ ტყვეობაში 4 უკრაინელი მეზღვაური იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში არსებული ვითარება უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
ასევე უკრაინა დაიწყებს მუშაობას ტყვეების გათავისუფლებაზე.