ომის დაწყების დღიდან პალესტინელი ბავშვების 1% დაიღუპა 

12 იანვარი 2024, 14:01 337 ნახვა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ბოლო ინფორმაციით ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად კიდევ 9 პალესტინელი დაიღუპა, გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 23 ათასს აჭარბებს,მათ შორის 10 ათასზე მეტი ბავშვია.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელი ბავშვების 1% დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებში „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ საუბრობენ.

ასევე აღნიშნავენ, რომ ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი არმიამ თითქმის სრულად დაიკავა და კონტროლი დაამყარა.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ხან იუნისში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა ე.წ ნუხბას დანაყოფის მეთაური, რომელიც მონაწილეობდა 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში