დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თავდასხმები იემენში - გამოხმაურებები

12 იანვარი 2024, 10:51 312 ნახვა

იემენში ჰუსიტების ობიექტებზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალებმა თვითმფრინავებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით თავდასხმები განახორციელეს.  აცხადებენ, რომ ავიაიერიშები იყო პასუხი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი დარტყმების აუცილებლობაზე საუბრობს. შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ, რომ ჰუსიტების ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო მოეშალათ მათი შესაძლებლობები საფრთხე შეექმნათ მეზღვაურებისა და გლობალური ვაჭრობისთვის.

შემთხვევას უკვე მოჰყვა ჰუსიტების პასუხი, სადაც აცხადებენ რომ აგრესიისთვის თავდამსხმელები მძიმე ფასს გადაიხდიან. რუსეთმა მომხდარის გამო უკვე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. მედიის ინფორმაციით შეხვედრა დღეს გაიმართება.

თავდასხმები დაგმეს ირანმა და ჰეზბოლამაც. სადაც აღნიშნავენ, რომ ეს იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში