სკოლების რეაბილიტაციის პროცესი

10 იანვარი 2024, 14:48 822 ნახვა

ბათუმის ხუთი  სკოლის მოსწავლეები  15 იანვრიდან  სასწავლო პროცესს  ისევ ალტერნატიულ  შენობებში  გააგრძელებენ. მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაწყებულია, სადაც  გარდა კედლებისა ყველაფერი უნდა შეიცვალოს.  

ახალი შენობა შენდება  მე-16 სკოლისთვის,  რეაბილიტაცია  მიმდინარეობს მეხუთე სკოლაშიც, მეშვიდე და ოცდამეთერთმეტე ამორტიზებული   სკოლების დემონტაჟი  კი ჯერ არ დაუწყიათ.  

როგორც რესურსცენტრში  აცხადებენ  ახლა სატენდერო პროცედურები  მიმდინარეობს. საერთო ჯამში აღნიშნული სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

მიმდინარე  სასწავლო წელს ჩამოთვლილ სკოლებში სწავლის განახლება არ იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში