ოკუპანტი არ წყვეტს იერიშს უკრაინის ქალაქებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე 5 სარაკეტო და 25 საჰაერო შეტევა განახორციელა. მათი სამიზნე გახდა ასევე დონეცკის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონები. ხერსონში დაბომბვისას 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა.
გარდა ამისა, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ბავშვებში, რუსულ აგრესიას უკვე 515 ბავშვი ემსხვერპლა.
უკრაინის საჰაერო ძალებში რუსეთის მიერ გაშვებული დრონების განადგურებაზე საუბრობენ.