ომი ისრაელში

06 იანვარი 2024, 20:04 429 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული პირობებია. გაეროში აღნიშნავენ, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდა, მოსახლეობა შიმშილობს და ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხის წინაშეა.

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს.

მარტინ გრიფიტსმა ასევე დაამატა, რომ ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდება და ქაოსურ პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი