საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე 

05 იანვარი 2024, 14:54 389 ნახვა

საახალწლო კონცერტები გრძელდება ბათუმში. ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე დღეს 19 საათიდან  ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის კონცერტი გაიმართება.

მაყურებლის წინაშე წარსდგენიან ასევე სულხან დევაძე  და  აჩიკო გოგიტიძე, მოგვიანებით კი საღამოს დიჯეი გააგრძელებს.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 7 იანვარს გალა კონცერტით დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში