ირანში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მედიის ცნობით, დაჯგუფებამ ამის შესახებ ტელეგრამ არხების საშუალებით განაცხადა, სადაც აღნიშნეს, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედეს.
ცნობისთვის, აფეთქება ირანის ქალაქ კერმანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის საფლავთან მოხდა, როდესაც მოქალაქეები სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.