ვაშინგტონმა არ იცის, თუ ვინ დგას ირანში აფეთქებების უკან - კირბი

04 იანვარი 2024, 10:09 361 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმისა, რომ ისრაელი დგას ორი აფეთქების უკან, რომელმაც ირანში გამართულ ცერემონიაზე 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა და ათობით დაასახიჩრა. განაცხადა ჯონ კირბიმ.  გუშინ ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის ქასემ სულეიმანის საფლავთან ორი აფეთქების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაშავდა.

ისინი  სულეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სასაფლაოზე ხალხმრავალ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სულეიმანი 2020 წელს ქალაქ კერმანში დრონის გამოყენებით ააფეთქეს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში