ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია. აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან, იმიტომ რომ მომდევნო ათი წელი, ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება. რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, მეტად იქნება პროგნოზირებადი ქვეყანაში მდგომარეობა. ადვილი საპროგნოზოა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება და ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ყველაფერში, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.