საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება - ბიძინა ივანიშვილი

30 დეკემბერი 2023, 14:32 490 ნახვა

საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე  განაცხადა.

„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანაში შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს.

საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში