საქართველოს ევროინტეგრაციის გზა

30 დეკემბერი 2023, 12:09 701 ნახვა

სწორედ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იყო საქართველოსთვის 2023 წლის გამორჩეული მოვლენა. გზა ევროინტეგრაციისკენ ქვეყნისთვის რთული აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დუღილის ტემპერატურა გადაწყვეტილების მიღების დღემდე თანდათან იზრდებოდა. ისმოდა არაერთი ბრალდება, რომ ხელისუფლებას არ სურდა სტატუსის მიღება და პირიქით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებდა ევროინტეგრაციის გზაზე ხელშეშლაში. საბოლოოდ, დეკემბერში ქვეყანა კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირს. ახლა ბრიუსელის 8 დავალება დევს მაგიდაზე და ამ დავალებებზე მუშაობამ უნდა გადაწყვიტოს გაიხსნება თუ არა საბოლოოდ ქვეყნისთვის წევრობის კარი. გზას ევროინტეგრაციისკენ 20 საათიან გამოშვებაში უფრო ვრცლად შევაჯამებთ.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში