ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს უნგრეთსა და უკრაინაში. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს. ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრა და ორბანის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში. ცნობისთვის, უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.