ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 20 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 55 დაიჭრა, - ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი ავრცელებს.
აშრაფ ალ-ქიდრას ცნობით, დაშავებულები რაფაში, ქუვეითის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილამდე სასწრაფო დახმარების მანქანებს მისვლა გაუჭირდათ, ამიტომ ნანგრევებიდან გადარჩენილები ადგილობრივებს ამოჰყავდათ.
პალესტინის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 210 ადამიანი დაიღუპა.