ომი უკრაინაში

28 დეკემბერი 2023, 11:55 450 ნახვა

რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს - მედია Nikkei Asia-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. გამოცემა წერს, რომ პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს. Nikkei Asia წერს, რომ "ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი