ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები ღამის პირველ საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – ღამის 2 საათამდე იმოძრავებს. ასევე 25 დეკემბერსა და 31 დეკემბერს მუნიციპალური ტრანსპორტი 18 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.