ბეთლემში წელს შობას არ აღნიშნავენ

24 დეკემბერი 2023, 11:55 494 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო წელს ბეთლემში შობა არ აღინიშნება. მედიის ცნობით, მორწმუნეები მხოლოდ სანთლებს აანთებენ და ტრადიციული საგალობლებით ღაზაში მშვიდობისთვის ილოცებენ. საომარი მოქმედებების გამო გაუქმებულია საზეიმო ღონისძიებები, არ გაიმართება ნაძვის ხის განათების ცერემონიალიც. ბეთლემში ეკლესიებთან განათავსეს ნანგრევების ნიმუშები და მავთულხლართები, ნიშნად იმისა, რომ მათგან 50 კილომეტრის დაშორებით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი