ომი ახლო აღმოსავლეთში

24 დეკემბერი 2023, 11:50 356 ნახვა

სულ მცირე 40 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ღაზის სექტორში გასული დღის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად. გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით დაბომბვები გაიზარდა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ბურეიჯისა და ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკებზე. ნანგრევებში მოქალაქეებს ეძებენ. დანაკარგია ისრაელის თავდაცვის ძალებში, პარასკევს 5 და შაბათს კიდევ 8 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სპიკერის განცხადებით სამხედროები ჰამასის გვირაბებთან დაიღუპნენ, როდესაც მათ პალესტინელმა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ექსპერტები საუბრობენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთს სრულად ვერ აკონტროლებს, მიზნის მიღწევამდე კი ომი სავარაუდოდ უფრო დიდ ხანს გაგრძელდება. ასევე ვრცელდება ცნობები ისრაელის მიერ დაჯგუფება „ჰამასისა“ და ისლამური „ჯიჰადის“ 200 წევრის დაკავების შესახებ. ბიბისის ცნობით ისინი ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ომის დაწყების დღიდან ცახალმა სულ 700 პალესტინელი მებრძოლი დააკავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში