ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა

22 დეკემბერი 2023, 12:00 465 ნახვა

უნგრეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის უკრაინელი კოლეგის მიწვევას იღებს და თანახმაა მას შეხვდეს. თუმცა ვიქტორ ორბანის თქმით, მას სურს დააზუსტოს რასთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა. იმ შემთხვევაში თუ ორბანი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან, ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათი პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იქნება. უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ შეხვედრა მიმდინარე თვის დასაწყისში შესთავაზა. ამის პარალელურად ორბანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, რადგან მის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და იქ რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი