სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა დაიწვა ქობულეთში, რუსთაველის 162 ნომერში. იქ, სადაც გუშინ 5-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს ბინა დაკეტილი იყო და მეპატრონეებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა სახლის სახურავზე ხანძარი დროულად ჩააქრეს, თუმცა ცეცხლის კერების ლოკალიზება ბოლომდე ვერ მოხერხდა, რომელიც გაღვივდა და რამდენიმე საათის შემდეგ აალება მოხდა. ქობულეთში რუსთაველის 162 ნომერში 5-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსში 70 ოჯახი ცხოვრობს. გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის სახურავი, ერთი საცხოვრებელი ბინა.