საერთაშორისო დამკვირვებლები - სერბეთში არჩევნები ართანაბარ პირობებში ჩატარდა

19 დეკემბერი 2023, 14:48 342 ნახვა

საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა. დამკვირვებლების თქმით, მათ ასევე დააფიქსირეს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შემთხვევები. სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ გაიმართა. ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა მმართველმა „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“, რომელსაც ამომრჩეველთა 46,72%-ი მიემხრო. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში