მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - პრემიერი

14 დეკემბერი 2023, 22:40 454 ნახვა

მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა. მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის ჩვენს გზაზე", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი