ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” წერს.
“ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება.
მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.