მოვლენათა ეპიცენტრი ბრიუსელია, ისტორიული სამიტი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. დღეს ან ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოსთან ერთად ბრიუსელის გზავნილს ელოდება უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა. გამოცემა გარდიანი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვის გაფართოებისა და წევრობის მოლაპარაკებების რეკომენდაციებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიებზე გადავიდნენ. 26 ქვეყანა თანხმდება, შემაფერხებელი პოზიცია აქვს უნგრეთის პრეზიდენტს. მზია მართალიშვილის რეპორტაჟი.