რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებენ. მათი დიდი ნაწილის პოზიციები უკვე ცნობილია, თითქმის ყველა ლიდერი, ვინც დღეს მედიასთან გამოჩნდა, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა. ისინი ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის პროგრესს დადებითად აფასებდნენ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. საქართველო გაფართოების ერთ პაკეტშია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ამიტომ ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა როგორ დასრულდება სამიტი და შედგება თუ არა კონსენსუსი.