ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანება იყო

13 დეკემბერი 2023, 16:30 1017 ნახვა

ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანება იყო. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცეცხლი კორპუსის მესამე სართულზე ელექტროსადენების გაყვანილობას და სარეცხ მანქანას გაუჩნდა. ერთ-ერთმა ოჯახმა სახლიდან გამოსვლა მაშველების დახმარებით შეძლო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში