გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, ჰუმანიტარული მიზნით, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
ისრაელმა რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სარგებელს მოუტანს ტერორისტებს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული დღეა გენერალური ასამბლეის მიერ გაგზავნილი ძლიერი გზავნილის თვალსაზრისით.