კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, ხალხით, პროევროპულობით, გატარებული რეფორმებით - მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2023, 19:06 264 ნახვა

ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ რომ საქართველომ ეს დაიმსახურა - თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპული, პროდასავლური განწყობებით, თავის კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსითა და გატარებული რეფორმებით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ბუნებრივია, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპულობით, ევროპული განწყობებით, კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსით და გატარებული რეფორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ არაფერს გვაჩუქებდა, პირიქით. გვაჩუქებდნენ კი არა, როცა ამის უპირობო აუცილებლობა იყო და არ უნდა ყოფილიყო სხვა გამოსავალი, ვიდრე სტატუსის მოცემა, მაშინ საქართველოს სტატუსი უსამართლოდ არ მისცეს. წელს პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც პოზიტიურია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომაც ამ სტატუსს მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში