დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ჩაშლა სცადა ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტმა. 12 წლის ლიციპრია კანგუჯამი კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა ბანერით, რომელზეც წიაღისეული საწვავის გამოყენების შეწყვეტას, პლანეტისა და მომავლის გადარჩენას მოითხოვდა. მოზარდი დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს. ინდოელი აქტივისტის სახელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გასულ წელს შარმ ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ყოფილ მინისტრ ზაკ გოლდსმიტთან გასაუბრების შემდეგ. მოზარდი ეკოლოგიური საკითხებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამშობლოში ორი გამანადგურებელი ციკლონი გადაიტანა და დელიში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.