წლის საუკეთესო ხელოვანები დააჯილდოვეს

09 დეკემბერი 2023, 11:55 1195 ნახვა

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ. კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი - „ოვაცია“ წელს 20 ხელოვანს გადაეცა, მათ შორის წლის მენეჯერი კულტურის სფეროში - მიხეილ გაბაიძე გახდა, წლის დებიუტად - ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დასახელდა, ჯილდო გადაეცა, წლის თანამედროვე ხელოვნების არტისტს - იოსებ ჯორბენაძეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის რადიოს წამყვანებს თეონა ზედანიას და ილია შავიშვილს ნომინაციაში - წლის მედია მიმომხილველი კულტურის სფეროში, ამასთან სპეციალური ჯილდო გადაეცა ანასტასია ვასაძეს. საღამო მუსიკალურად გაფორმდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში