ჯო ბაიდენის შვილს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

08 დეკემბერი 2023, 12:00 368 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილს გადასახადებისგან თავის არიდების გამო ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადის თავიდან აცილებას. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2016-202 წლებში 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 53 წლის ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ არიდებდა თავს გადასახადების გადახდას, სანაცვლოდ კი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ნარკოტიკებზე, ესკორტებსა და ძვირადღირებული სასტუმროების დაქირავებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეერთებული შტატების შვილს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში