მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები - მიხეილ სააკაშვილი

05 დეკემბერი 2023, 16:43 274 ნახვა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ალბათ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული, წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანისთვის და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე – „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში