დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება

21 მაისი 2016, 00:00 3339 ნახვა

 დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება. ღინისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქციას აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიც  შეუერთდება. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში