იაპონიის კუნძულთან აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

29 ნოემბერი 2023, 13:11 394 ნახვა

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა იაპონიის იაკუშიმის კუნძულთან. დღეს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში  რადარებიდან გაუჩინარდა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ოსპრეი - განუცხადა  ჟურნალისტებს იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

იაპონიის სანაპირო დაცვის მონაცემებით,  თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აშშ-ს საზღვაო ქვეითების, აშშ-ს საზღვაო ძალებისა და იაპონიის თავდაცვის ძალების ექსპლუატაციაში იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში