რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

28 ნოემბერი 2023, 13:05 361 ნახვა

რუსეთის სასამართლომ უოლ-სთრით-ჯორნალის რეპორტიორს ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა 2 თვით 2024 წლის 30 იანვრამდე გაუხანგრძლივა.

გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ურალის ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეპორტიორი და უოლ-სთრით-ჯორნალი ბრალდებებს უარყოფენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი