ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი შეხვდა

21 ნოემბერი 2023, 18:08 485 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში. ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს იუესაიდის-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონპენელი შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ გამოცდილებაზე და ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს. იუესაიდის მხარდაჭერით საქართველოში 6 ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც ადვოკატირების უწევენ და მომსახურებას სთავაზობენ შშმ პირებს, მათ შორის მუნიციპალური სერვისების მიღებისა და ინფორმირების კუთხით. მათი თქმით, პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ადაპტირებული გარემო, ინკლუზიური სწავლება და მაღალმთიან რეგიონებში სერვისებზე წვდომა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი