ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი, ასევე სოფლის შიდა გზები.გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 11 სპეცტექნიკა. ყველა მიმართულებით ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.