მამუკა ხაზარაძემ "ანტირუსული სტრატეგია" წარადგინა

20 ნოემბერი 2023, 17:52 453 ნახვა

პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ანტირუსული სტრატეგია" წარადგინა, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება. ხაზარაძის თქმით, "საქართველოს დაცვის აქტი" მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რუსული ფონდებისა და სატელევიზიო არხების აკრძალვას და ა.შ. საგანგებო ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს. ფრაქცია ლელო 9-პუნქტიან გეგმას ხვალ პარლამენტში დაარეგისტრირებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში