შეწყალების საკითხზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი უკვე შეფასებების საგანია.
ოპოზიცია ურჩევს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილიც. მათი თქმით, ეს საქართველოს მომავლისთვის და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს, ისიც გახდება პასუხისმეგებლი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებზე.