მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნა

20 ნოემბერი 2023, 14:01 378 ნახვა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას, ასევე ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.

ორგანიზაციაში მიუთითებენ ადამიანის ევროპული სასამართლოს 19 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. 

ამასთან სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში