ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა - ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
საპილოტე პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.
ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.