თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო. შემდეგი განხილვის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
სხდომაზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შვედეთმა თურქეთისთვის უნდა წარადგინოს “საგზაო რუკა'', რომელიც შეიცავს მათ ვალდებულებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგან ტერორიზმის საწინააღმდეგოდ.