მედიის ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო

16 ნოემბერი 2023, 21:53 511 ნახვა

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.

კომისიის თავმჯდომარემ, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართება და შესაძლოა, კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს, თუმცა მას ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

„იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა კანონმდებელმა მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, ისინი სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებული. ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს მომდევნო კომისიის სხდომაზე“, – განუცხადა ოქტაიმ ჟურნალისტებს მრავალსაათიანი დებატების შემდეგ.

კომისიას კანონპროექტების მიღება უმრავლესობით შეუძლია. მას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში მიიწვიოს შვედეთის ელჩი. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეეცდება, ხელი შეუწყოს რატიფიკაციის პროცესს, მაგრამ აღნიშნა, რომ შვედეთმა არ მიიღო საკმარისი ზომები ქურთ მებრძოლებთან მიმართებით. რატიფიცირებისთვის კანონპროექტი ჯერ კომისიამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტში გავა. ამის შემდეგ მას ხელი ერდოღანმა უნდა მოაწეროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი