ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე კონტროლი დაამყარეს

16 ნოემბერი 2023, 10:09 515 ნახვა

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი ძალები შევიდნენ ღაზის უმსხვილეს საავადმყოფოში, რაც მისი მთავარი მიზანი იყო პალესტინელი "ჰამასის" მებრძოლების განადგურების კამპანიაში.

ისრაელის არმიის მტკიცებით, "ჰამასი" შენობების ქვეშ ინახავდა იარაღს და სამეთაურო ცენტრი ჰქონდა განთავსებული.

ისრაელის ჯარი ალ შიფას ჰოსპიტალში ოთხშაბათს დილით შევიდა და მთელი დღე ატარებდა ჩხრეკას.

ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ისრაელელი ჯარისკაცები სამალავებში ნაპოვნ  ავტომატურ იარაღს, ყუმბარებს, საბრძოლო მასალას აჩვენებენ, რომლებიც საავადმყოფოში იპოვეს.  

ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ალ-შიფას ჰოსპიტლიდან ამოღებული "ჰამასის" იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. პარალელურად, ისრაელმა, რაფაჰში ომის დაწყების შემდეგ პირველად, 25 000 ლიტრი საწვავის მიწოდება დაუშვა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი