„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩის ძალისხმევამ ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს და ევროკომისიის მიერ დადგენილი ახალი პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხო.